ალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ იმაზე, თუ როგორ გაატარებდით შვებულებას ზღვის სანაპიროზე ან საზღვარგარეთ გაემგზავრებოდით და ახალ ქვეყნებს აღმოაჩენდით. შვებულება ყველასთვის საყვარელი პერიოდია, რომელიც სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ იმისათვის რომ საოცნებო დასვენება მოიწყოთ საჭიროა ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. შვებულებისთვის ბიუჯეტის შედგენა არც ისე ადვილია, მაგრამ დღისათვის უკვე ხელმისაწვდომია აპლიკაციები, რომლებიც ამარტივებს ფინანსების სწორად განაწილებას და ფულის დაზოგვას მოგზაურობისთვის.
წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში:
Airfare – ვებგვერდი გეხმარებათ იაფიანი ავიარეისის მოძებნაში, სასტუმროს დაჯავშნასა და ბილეთის შეძენაში. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებით, ავიაბილეთებზე 70%-მდე ფასდაკლებით.
Google Flights – უსწრაფესი გზაა ერთ სივრცეში ნახოთ ფრენები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, შეადაროთ ბილეთების ღირებულება ერთმანეთს, ფრენისთვის საჭირო დრო და სასტუმროების ფასი.
The Flight Deal – თუ გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯავშნით ფრენას, ვებგვერდი შემოგთავაზებთ საუკეთესო არჩევანს ფრენებზე. ამასთან მოიძიებთ სასტუმროებს სასურველ ქალაქში და გაეცნობით ფასს.
Hotel Tonight – აპლიკაცია გეხმარებათ სასტუმროს დაჯავშნაში შეღავათიან ფასად. სასტუმროები თავისუფალ ოთახებზე ფასდაკლებას აკეთებენ, რის გამოც ნომრებს დაბალი ფასი აქვს. შესაძლებელია ოთახის დაჯავშნა, როგორც რამდენიმე საათით ადრე, ასევე ხანგძლივი პორიოდით.
Ebates – საუკეთესო ვებგვერდია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ „ქეშბექით“ და უკან დაიბრუნოთ დახარჯული თანხის ნაწილი.
Airbnb – თუ დაიღალეთ სტანდარტული სასტუმროებით, სადაც ყველა ოთახი ერთმანეთს ჰგავს, დაჯავშნეთ სახლი და მოემზადეთ ახალი გამოცდილებისთვის. ადგილობრივი მასპინძლის სახლის ქირაობა გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე სასტუმროს ნომრის. ამასთან, შესაძლებელია საცხოვრებელი ბინის ქირაობა მთელი ოჯახისთვის.
VRBO – VRBO საუკეთესო არჩევანია თუ ოჯახთან ერთად მიდიხართ დასასვენებლად. ორი სასტუმროს ოთახის ქირაობის ნაცვლად, თქვენს განკარგულებაში მთლიანი სახლია, შეგიძლიათ ისარგებლოთ სამზარეულოთი და დაზოგოთ თანხა გარეთ კვებაზე.
Hotel Credit Cards – მარტივი გზაა საცხოვრებელ სახლზე ფულის დასაზოგად. ისეთი ბარათები, როგორიცაა Marriott Rewards Premier და IHG Rewards Cards საშუალებას გაძლევთ წლის განმავლობაში ერთი დღე უფასოდ გაატაროთ სასტუმროში. ამასთან, დამატებითი ბონუსი სასტუმროში უფასოდ დასარჩენი დღეების რაოდენობას ერთ კვირამდე ზრდის.
Groupon – ვებგვერდზე მარტივად აღმოაჩენთ რესტორნებს. იმ ადგილებს, რომელთაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ამასთან, შეძლებთ დამატებითი ფასდაკლებებით სარგებლობას.
CityPASS – თუ დიდ ქალაქებს უნდა ესტუმროთ და ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ, CityPASS დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში.
მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა და სასარგებლო აპლიკაციების გამოყენება თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს. ისიამოვნეთ შვებულების პერიოდით და დაზოგეთ თანხა.